Rec/Mix/Master - Young Mic / itsyoungmic. .
Lyrics:
მოსაღამოვდა ლურჯმა ცამ დაიწყო გალობა და მერე რამოხდა
ასე მითხრა ერთი ბიჭი ვიცოდი და გალოთდა
სულ ბედნიერი იყო ყოველ ღამე ამას რა ჯობდა
და რათქმაუნდა დილამდე სისულელეებს ლაყბობდა
თან სხვა დროს სხვა მდგომარეობაში ამ საქციელებს ნანობს
მაგრამ ვერ იკავებს თავს ბალახში და სასმელში აქრობს
თან ფიქრობს არ ამბობს რომ
ვერ ელევა იმ დროს
მაგრამ შანსი კიდე რო მიცე ვერ აირჩევდა თითქოს
თანაც დიდ დროს არ უთმობდა მას და მის დაწერილ კინოს
რამდენჯერ დააზიანა ძალით არ უნდა ატკინოს
სცენარი თითქოს ემთხვევა მაგრამ არ გავს ტარანტინოს
დღის ბოლოს აივანი და ისევ სინჯავს კანაბინოლს
ისევ უნდა დამამციროს ჯანდაბაში გამაცილოს
ტყვია რომ არ ამაცილოს საკუთარ თავს დამაცილოს
უნდა რომ გადამარჩინოს თან სხვებში გადამარჩიოს
არ ვუჩიოდი ამ კინოს ავუტეხე განგაში ომს
და მეც მეტსაც გეტყვი თუ გამიფერადებს
უშენობა ამ სამყაროს უფრო ნათელს მანახებს
ამ ბედს სულ ვუჩიოდი გაინავარდებს
სული საიდუმლოებებს ვერავისთან გაამხელს 2x
.. კი ეს ყველაფერი ასეა,
სამყარო უსამართლობით სავსეა და ცხადია რომ მახეა,
რაც დათესე მოდის უკვე გზაზეა,
და გამახსენე სულ რო მამშვიდებდა ის მწვანე მცენარე რა ხეა?
თუ ლაპარაკი მონასტერზე და ბზაზეა
პირჯვარს ვიწერ უფალი კი არ ჩანს ისევ განზეა
ბოროტება რატომღაც კიდევ ყოველთვის ხაზზეა
და რით მაშინებს ყველამ ვიცით ეგ რაც რომ გაზზეა
თუ გინდა დაარქვი ამას ჩემი rapერტუარი
მაინც დასვავ კითხვას ნეტავ საუბარი რაზეა
შენ არაფერი გესმის ვერ ხედავ ასე თუ არი
ნუ გგონია რომ ეს დამოკიდებულება ბრაზზეა
საკუთარი თავი ისევ გამიბრაზდება
კარმა რეალურია გაგასულელეს ბავშვებმა
ასე მეტყვის თანაც ეთქმის მე კი არ მეგონა მეთქი
ვერც წარმოვიდგენდი.. არა ბოლო სიტყვა შენ თქვი
და მეც მეტსაც გეტყვი თუ გამიფერადებს
უშენობა ამ სამყაროს უფრო ნათელს მანახებს
ამ ბედს სულ ვუჩიოდი გაინავარდებს
სული საიდუმლოებებს ვერავისთან გაამხელს 2x