#KHVEDE
Recording,mixing,mastering by Young Mic
@2024
Lyrics:
გუშინ შევესწარი სანახობას
როგორ გავდა ეს ადგილი ნაომარს
იყო ერთი დიდი უწიგნურთა ღრეობა
რომლთაც ბოლოს ამოირჩიეს ტყვეობა
ერთ დროს ხმლების ნაპერწკლების ყრა რო მოუნდათ მხედრებს
მერე ჭახა ჭუხიც ატყდომიათ აქაურ მწერლებს
რო მოკითხო თავიანთ ეპოქაში ვერავინ ძლებს
ეპოქის ბოლოს ჩვენ ვითვლით ამ წინაპართა ძვლებს
და ამ გზებს რამდენად სწორად მივუყვებით ამ დღეს
არავის ცოდვის გამო არ ჩამოგვკიდებენ მედლებს
თან ამ ცდებს თუ აქვს აზრი მაინც არაქვს ვეღარ ძლებს
ვეღარავინ მხოლოდ გვამისთვის ეძახიან მედდებს
და თუ ისევ იყიდება საქართველო რითი უნდა მასახელო
შენ ერო და თუნდაც ბერო ცოტა როგორ გავაბევრო
როგორ უნდა დამაჯერო რო ხარ შვილი სასახელო
ცოტა სანაქებო იქნებ მითხრა როგორ გავამთელო
ეს ჭრილობა საზარელი შენ კი მომისმინე ყბედო
მომავალში ამ დროიდან ცუდი რომ არ დაიბედო
აღარავინ არი სანდო მე კი როგორ გავიმეტო
მითხრეს ჯობს რო დაიკიდო ყველა ვითომ საიმედო
ხოდა მინდა მენდო მეტი ცუდი არ გაბედო
ცუდი რატომ გადაგედო ბევრუ კარგია საბედო
მაგრამ გთხოვ რომ აღარ მენდო მეტი რა მოვიმოქმედო
უკვე წითელი აგენთო აღარ დარჩა სამოქმედო
შენც იმას ხედავ რასაც მე ისმენ ბრალდებებს
იქნებ ეგ აზრები ოდესმე გაამართლებდეს
ასე არის დღეს ეძებენ თავდებებს
ესენი თავს დებენ იქნებ მზე გაანათებდეს
და Bum Ba გარეთ ხმებია არ ვჩანვარ
სად ხარ რო გაქრებიან და წვანან
Bum Ba ორპირი არ გავმხდარვარ
Bum Ba ისევ არ ჩანხარ სად ხარ 2x