მერაბ კოსტავა ლექსები / Стихи Мераба Коставы / Poems Of Merab Kostava

Опубликовано: 13 Февраль 2016
на канале: Top Best Gadgets Now
5,091
96

მერაბ კოსტავა ლექსი
კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი

კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს,
სული ლოცვებში მოითენთება,
მხურვალე ცრემლით დაალტვობს კანკელს.

ოცნებას აშლის ზედაზნის ზეცა,
მცხეთისკენ თვალის შენავარდება,
მონასტერს კალთა რამ შეაკვეცა,
ან სული უფალს რად არ ბარდება?

დიდი ცარგვალის ლურჯ იმედებში
სვეტიცხოველი დაგვინთებს ედემს,
მარქვი, მონასტრის დახშულ კედლებში
რატომ ვერ ვხედავ შაოსან დედებს?

რატომ ვერ ვხედავ მიმქრალ სახეებს,
მენელსაცხებლეს, ნიშის წინ დახრილს,
კდემით წართქმული წმინდა სახელი
რად არ მიშუშებს ტანჯვათა სახმილს?

სული ლოცვებში მოითენთება,
მდუღარე ცრემლი ეცემა კანკელს,
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს.

მერაბ კოსტავა

#მერაბკოსტავა #ლექსები #9აპრილი